Description: წელი მოღვაწეობა დღე ოჯახების მხარდაჭერით თერაპიული საათი ჩვენ შესახებ სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსებული ფონდი. ჩვენი ფონდის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისი, ოჯახზე ცენტრირებული მიდგომა, რომელშიც შედის აუდიო-ვერბალური თერაპევტის, მეტყველების, მუსიკისა და არტ თერაპიის, ფსიქოლოგისა და სპეციალური პედაგოგის მომსახურება. სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზ
საქველმოქმედო ფონდი “აი ია” სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2016 წლის 14 აპრილს დაარსდა ბატონი ივანე ჩხარტიშვილისა და მისი მეუღლის ნანა გოთუას მიერ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული და ჰქონდეს სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ ფონდის მისიაა სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, მათი სოციალური ინტეგრაცია, მაღალ ხარისხიანი, საჭირო და შესაბამისი რეაბილიტაციის მდგრადად გა
ჩვენი ფონდის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. მათ შორისაა: რეაბილიტაციის კომპლექსური სერვისი, ოჯახზე ცენტრირებული მიდგომა, რომელშიც შედის აუდიო-ვერბალური თერაპევტის, მეტყველების, მუსიკისა და არტ თერაპიის, ფსიქოლოგისა და სპეციალური პედაგოგის მომსახურება. სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერება.
© 2017-2021 Charity Foundation Ai Ia