სიბნელეშია დაგეშილი შენი ნერვები და კვერცხის გულებს შეგაჩვიეს ხორცის მაგიერ, ტყავის თათმანზე შემომჯდარი გასცქერი სივრცეს, მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ! ო, რა თვალები _ წყვილი შავი სწრაფი შურდული, არც გელოვანი, არც აფხაზი და არც ბურდული… და მაინც, ასე შემართული, ხარ ფრთაგაშლილი, მოინადირებ ამ სამყაროს ევას ვაშლივით. შენ და ხარ ჩემი, უარჰყავი კვერცხის გულები, მეც მხიბლავს სივრცე, არ მაშინებს დაკარგულები. მოდი, დავიძრათ, ვინ-ვის?!.. მიზანს არ ავაცილოთ; შენ სახლობ ჩემში და მე შენში _ ჩემო ნაწილო! ვიფრინ
დაბ. ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (N1. 2010 წ.)