Description: თვლა, ანალიზი და ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება გესაჭიროებათ? მაშინ დროა, ჩვენ მოგვმართოთ.
ნამბერსი დაგეხმარებათ, წარმატებით გაუმკლავდეთ აურაცხელ რიცხვებსა და ფინანსურ დილემებს. ჩვენ ვიცით, რომ სწორი რჩევები დროსა და ფულს ზოგავს. თქვენი ფინანსები მნიშვნელოვანია! იმისდა მიუხედავად, კონკრეტული რჩევის მიღება გსურთ, თუ სამოქმედო გზების ძიებაში ხართ, ჩვენ თქვენი მიზნების შესაბამის დახმარებას გაგიწევთ. წვრილმან საკითხებზე გჭირდებათ რჩევა? იქნებ რთულზე? პროექტის ნაწილზე გჭირდებათ მრჩეველი თუ სრულზე? ორგანიზაციის შიგნით თუ აუთსორსზე? თქვენ წყვეტთ, თქვენვე აკონტროლებთ. ჩვენ ვართ მრჩეველი, რომელიც არ ითხოვ
ჩვენ თვალყურს მივადევნებთ და შევაფასებთ თქვენი ბიზნესის თუ ცალკეული პროექტის მიმდინარე მდგომარეობას. შევამოწმებთ, რამდენად წარმატებით აღწევს ის დასახულ მიზანს და გამოვავლენთ, თუ რაიმე არასწორად მიდის. ეს ინფორმაცია ეფექტურობის სხვადასხვა მაჩვენებელს დაეყრდნობა, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, პროაქტიულად მართოთ თქვენი ბიზნესის მუშაობა. თქვენს მენეჯმენტს პრიორიტეტების შესახებ ნათელი წარმოდგენა შეექმნება.
ჩვენი ფინანსური ანალიზი მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი კომპანიის მომგებიანობის, ეფექტურობის, ლიკვიდურობისა და სტაბილურობის შესახებ. მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებებს: კაპიტალის დაბანდების ან დაკრედიტების შესახებ; ბანკებთან მოლაპარაკებებისას; განაგრძოთ თუ დაასრულოთ თქვენი მთავარი ოპერაცია ან თქვენი ბიზნესის რომელიმე ნაწილი;